|
2019-04-01 17:40:38, 1791 ნახვა
სამართალი
სავარაუდო ბულინგის ფაქტი ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში - მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალციხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოსწავლე ბიჭის მიმართ სავარაუდო ბულინგის ფაქტს უკავშირდება, განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს. აღნიშნულ სკოლაში წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური. როგორც კი მანდატურმა შეიტყო იმ ფაქტის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლე, შესაძლოა, ყოფილიყო ვერბალური ბულინგის მსხვერპლი და ამასთან, საფრთხის წინაშე იდგა სასკოლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა, დაუყოვნებლივ აცნობა მანდატურის სამსახურს. ახალციხეში მყისიერად გაემგზავრა აღნიშნული სამსახურის კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების შემადგენლობით. მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გაესაუბრნენ კონფლიქტში ჩართულ ყველა რგოლს, შეასრულეს მედიატორის როლი და განახორციელეს ინდივიდუალური სამუშაოები, რის შემდეგაც, საგანმანათლებლო პროცესი სკოლაში აღდგა და დღესაც შეუფერხებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება კონკრეტულ მოსწავლეს, რომელიც, შესაძლოა, იყოს ბულინგის მსხვერპლი, განხორციელდა მისირეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ემუხლის 1 პრიმანაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მანდატურები აგრძელებენ მუშაობას სკოლაში და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დაუყოვნებლივ აღმოფხვრან ნებისმიერი ინციდენტი, რამაც, შესაძლოა, დააზარალოს მოსწავლეთა უფლებები და ხელი შეუშალოს სასკოლო პროცესის წარმართვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)