|
2019-04-01 12:29:02, 1517 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: ზვიად გამსახურდიას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით და არასრულყოფილად ჩატარდა
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ან არასრულყოფილად არის ჩატარებული. როგორც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის აპარატის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატმა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის 16 ტომიანი საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა შეისწავლა და შედეგები საზოგადოებას წარუდგინა. ანგარიშის თანახმად, საქმის სრული მასალები მოიცავდა 1994 წლის 5 იანვარს დაწყებული გამოძიების დღიდან 2018 წლის ნოემბრამდე მიმდინარე გამოძიებას, მათ შორის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შედეგებსაც. „ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლის შედეგები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის 16 ტომიანი საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა, სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში შეისწავლა და შესწავლის შედეგები საზოგადოებას 2018 წლის 26 დეკემბერს წარუდგინა. საქმის სრული მასალები მოიცავდა 1994 წლის 5 იანვარს დაწყებული გამოძიების დღიდან 2018 წლის ნოემბრამდე მიმდინარე გამოძიებას და, მათ შორის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შედეგებსაც. აღნიშნული საქმის მასალების გაცნობა შესაძლებელი გახდა პროკურატურის თანხმობით. საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის, აღმსრულებლისა და დამხმარის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა. სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან ყურადსაღებია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოსავლენად/დასადგენად. საქართველოს სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა გაიზარდა და გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა მიეცა“, - აღნიშნულია სახალსო დამცველის ანგარიშში. .
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)