|
2019-04-01 10:13:33, 1353 ნახვა
სამართალი
გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“ სულ უფრო და უფრო იშვითად იყოს გამოყენებული
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებს. „აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდის ძირითადი ამოცანა, რასაც დღეს ვაკეთებთ, რეფორმების გეგმა, რომელსაც სისტემურ განახლებას ვეძახით, ეფექტურობის გაზრდის გარდა, საბოლოოდ ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ აღარ გვქონდეს აუცილებლობა და რაც შეიძლება იშვიათად გამოვიყენოთ ფრაზა „ მიმდინარეობს გამოძიება". მერწმუნეთ, რომ ეს არის ჩვენთვის გამაღიზიანებელი არა, უბრალოდ დამამცირებელი. თუმცა ობიექტური რეალობაც გვესმის, რომელსაც ვერ გავექცევით. აქედან გამომდინარეობს ის რეფორმები, რომელიც საგამოძიებო კომპონენტის გარდაქმნაში ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფრაზა „ მიმდინარეობს გამოძიება" ყოველდღიურად, ყოველთვიურად სულ უფრო და უფრო იშვითად იყოს გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროზე პასუხისმგებელი პირების მიერ. ეს არის ჩემი პასუხი. ასევე მინდა გითხრათ, თითოეულ ეს საქმე არის კომპლექსური თემა. ამას სჭირდება მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძალიან მკაფიო და ეფექტური მუშაობა და ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის პროკურატურა, ეს არის სასამართლო სისტემა, ეს არის სასჯელაღსრულების სისტემა და კიდევ ბევრი. ამიტომ ჩვენ ნაწილს, ფუნქციის აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენ კოლეგებთან ერთად ვეცდებით, რომ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება" სულ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული." - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)