09:40 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 14:50:48, 1157 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლში სამოგზაურო დაზღვევით 28 442 მოქალაქემ ისარგებლა

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი საბუთები: საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 იუსტიციის სახლში საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად, შესაძლებელია გაიცეს სამოგზაურო დაზღვევაც.

იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელმაც კერძო სექტორის სერვისების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სახლში სამოგზაურო დაზღვევით 28 442 მოქალაქემ ისარგებლა. 

 სადაზღვევო პოლისები კომპანია „უნისონს" ეკუთვნის, რომლის შერჩევაც საჯარო აუქციონის საფუძველზე განხორციელდა.

იუსტიციის სახლში პასპორტის ასაღებად მოსულ მომხმარებელს ოპერატორი სამოგზაურო დაზღვევის პოლისსაც სთავაზობს, თუმცა პოლისის მიღება ნებისმიერ სხვა მომხმარებელსაც შეუძლია.

„უნისონის" სამოგზაურო დაზღვევა ორნაირია და მოიცავს, როგორც სამოგზაუროდ საჭირო რაოდენობის დღეების დაზღვევას, რომლის ღირებულება დღეში ერთი ლარია, ისე 1 წლიან მულტი პოლისს, რომლის ღირებულება 90 ლარია.     

იუსტიციის სახლში კომპანია „უნისონის" სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეუძლია ყველა მომხმარებელს, მათ შორის უცხოელებსაც. პოლისის მისაღებად კი მხოლოდ პასპორტის წარდგენაა აუცილებელი.

 ამასთანავე, კომპანია „უნისონი" იუსტიციის სახლის მომხმარებელს დამატებით მომსახურებასაც შესთავაზებს, მათ შორის: ბარგის დაკარგვით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება/მომსახურება, გადაუდებელი ოფთალმოლოგიური მომსახურება.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics