09:41 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 13:24:51, 1556 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში სინთეტიკური ნარკოტიკი კვლავ ყველაზე პოპულარულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო კავკასიაში კონტრაბანდის ტრადიციულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც ქვეყანას სხვადასხვა სახის ნარკოტიკის გადაზიდვის თვალსაზრისით დაუცველს ხდის. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ყველაზე ხშირად საქართველოს გავლით ოპიუმი და სინთეტიკური ნარკოტიკები გადააქვთ. 

"სინთეტიკური და კლუბური ნარკოტიკი კვლავ ყველაზე პოპულარულად რჩება, მათ შორის არის მეტადონი, ჰეროინი, ბუპრენორფინია. ნარკომომხმარებლების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. 2017 წლის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდა მოსახლეობის ნაწილი, კერძოდ კი, 11% მარიხუანას მოიხმარს. მოგვიანებით, საერთაშორისო ორგანიზაციამ მიგრაციის საკითხებში, განათლების სამიინისტროსთან ერთად, ამერიკის მხარდაჭერით, დაიწყო ახალი კამპანია, რომელიც მოზადებს ნარკოტიკების ზიანის შემცველობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ამის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას გულისხმობს, მათ შორის ნარკომომზხმარებლების მკურნალობას. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს აქტორების ფართო სპექტრთან ნარკოვაჭრობისა და ნარკომომხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად და ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით ზომების შესამუშავებლად. აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics