11:27 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-25 15:47:52, 1442 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძემ „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ წევრებს უმასპინძლა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ "გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის" წევრებს აჭარის ა/რ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში უმასპინძლა.

შეხვედრაზე მინისტრმა დელეგატებს უწყების საქმიანობა გააცნო და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბა. ასამბლეის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და დაეთვალიერებინათ ცივი ჯაჭვის ოთახი.

ბათუმში ,,გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ 23 მარტს გაიხსნა. პროექტში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე ახალგაზრდა მონაწილეობს. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ ხელმძღვანელობით ხორციელდება. ორგანიზაცია ათ წელზე მეტია მსგავსი შინაარსის საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს ახორციელებს, როგორც საქართველოში, ასევე ევროპასა და აშშ-ში. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა დელეგატები ესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე.

ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც გაეცნობიან მათი მუშაობის პრინციპებს. პროექტი აგრეთვე მოიცავს საგრანტო-სარეზოლუციო პროექტების კონკურსს. სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ კონკურსანტს, რომლებიც მცირე გრანტის ფარგლებში განახორციელებენ სარეზოლუციო პროექტებს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
სურსათზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება - დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics