03:53 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-24 16:42:56, 1326 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ აირჩიეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ პარტიის მერვე ყრილობამ გრიგოლ ვაშაძე აირჩია. მან ყრილობის 364 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო. 1 დელეგატი წინააღმდეგი იყო, ხოლო 1- თავი შეიკავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია.

"დიდი მადლობა მეგობრებო და იცოდეთ, ჩვენ ამ გზას განვაახლებთ. კვლავ დავაბრუნებთ საქართველოს ამ გზაზე. ამ პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება ამ პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე. მიშას ამისთვის არც პროცედურა, არც ხელის აწევა და არც არაფერი არ სჭირდება. პარტიაში ჩვენი წევრობა არის მიშას დამსახურებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვა. ამიტომ ტაში დავუკრათ მას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics