|
2019-03-22 16:46:54, 1094 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში, ხუთი საბავშვო ბაღის ეზოში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
ვაკის გამგეობის ინიციატივით, რაიონის ტერიტორიაზე არსებული ხუთი საბავშვო ბაღის ეზოში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. გზის საფარი N1 ბაგა-ბაღის - ფალიაშვილის N38 ა-ში, N27 საბავშვო ბაღის - შავიშვილის N5-ში და N83 ბაღის ეზოში - ვაჟა-ფშაველას N49-ში განახლდა. ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, ასევე, ვაჟა-ფშაველას N71-სა და ნუცუბიძის V მიკრორაიონში მდებარე N85 და N201 ბაღების ეზოებში. ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი მუსხელიშვილი სამუშაოების შედეგებს გაეცნენ და საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდნენ. „ვაკის რაიონის გამგეობამ გასულ წელს გზის საფარი სამი ბაღის ეზოში განაახლა. მიმდინარე წელს კი საგზაო ინფრასტრუქტურა ხუთი საბავშვო ბაღის ეზოში მოვაწესრიგეთ. ასევე, განვათავსეთ საპარკე სკამები. შემდგომში, ბაღების გადაწყვეტილებით, საბავშვო მოედნებზე რბილი საფარი დაიგება. ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საუბარია ბავშვებზე და მათ უსაფრთხოებაზე. აღნიშნულ ბაღებში გზის საფარი ათობით წლის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში კი, დაარსებიდან არ განახლებულა“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა. აღსანიშნავია, რომ N27 საბავშვო ბაღში 500 აღსაზრდელი სწავლობს, N83 ბაღში - 433 ბავშვი, N85-ში - 312 აღსაზრდელი, N201-ში და N1-ში კი, 177 და 408 აღსაზრდელი.
(NS)
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)