02:44 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 13:22:26, 1095 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ, არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

"ყველანი ვხედავთ, რომ ქვეყანა შევიდა მძიმე ცვლილებების ეპოქაში, შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების პირველი მერცხალი. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალები სხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ. არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა. თანამშრომლობა მომავლის საფუძველია და ის შუღლი, გაუტანლობა, ბოროტება, რასაც თესავს "ქართული ოცნება" ყოველდღიურად, უნდა დასრულდეს. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ სწორედ მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში მოხდება ეს და მოხდება შალვა შავგულიძის გარშემო, მისი ბრძოლით და ჩვენი, ყველას ერთობლივი თანადგომით",- განაცხადა უგულავამ.

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics