01:15 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 20:26:47, 1581 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი - ოკუპირებულ ქვეყანაში სირცხვილია, როცა რელიგიური გაერთიანება ფიქტიური მიზეზით ჯარიდან ათავისუფლებს

„ვფიქრობ, ოკუპირებულ ქვეყანაში ცოტა სირცხვილია, როცა ზოგიერთი ახალშექმნილი რელიგიური გაერთიანება სარგებლობს კანონით და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებს ფიქტიური მიზეზით“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მინისტრმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კანონპროექტში იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ერთ დონეზე არ აყენებს მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს, ადგილი ექნებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამობას.

„თუ სწორად მოვინიშნე, საუბარია, ხომ არ არის დისკრიმინაციული, ანუ შეუსაბამო ანტიდისკრიმინაციულ კანონთან. ვფიქრობ, ის კონფესიები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ასევე სხვები წარმოადგენენ, სახელებს არ ვიტყვი, ის კონფესიებია, რომლებიც არის ე.წ. ტრადიციული კონფესიები. ყველა ამ ეკლესიას, ჩვენსას და კონფესიებს, აღმსარებლებს, არავითარ შემთხვევაში არ ესაყვედურებათ ის, რასაც ეს კანონპროექტი საყვედურობს ზოგიერთ ახალშექმნილ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც სარგებლობს კანონით და თქვენც იცით, რეალურად სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს ფიქტიური მიზეზით. ჩემს სისტემაშიც ყოფილა რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მოიტანა ცნობა, „გირჩის“ მიმდევარი ვარო, თუ რომელიღაც ორგანიზაციის და არ წავალ ჯარში. ვფიქრობ, ოკუპირებულ ქვეყანაში ამგვარი საქციელი ცოტა სირცხვილია, მაგრამ თუკი ამ კანონპროექტში იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ასე ვთქვათ ერთ დონეზე არ აყენებს მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა, იქნებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამობა, მაგრამ ეს ჩემი აზრია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics