|
2019-03-20 17:16:21, 1310 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: წელსაც და გაისადაც ვაგრძელებთ მშენებლობებს, რადგან ეს სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის მნიშვნელოვანია
„მშენებლობებს ვაგრძელებთ იმიტომ, რომ ეს მნიშვნლეოვანია სერვისების ხელმისაწვდომობისთვის. მშენებლობა მიმდინარეობს, მალე დასრულდება და მაის-ივნისში ჩვენ ხონში გავხსნით იუსტიციის სახლს. იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ბოლნისშიც“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლი 3 ქალაქში გაიხსნა: „ინფრასტრუქტურული გაძლიერება ვახსენე და მინდა გითხრათ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლები გაიხსნა, სენაკში, მარტვილსა და ახალქალაქში. გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრები ლანჩხუთში, აწყურში, სანიორეში, ნაფარეულში, ზედა საზანოში, ლესიჭინეში, საჩხერეში, წნორში, დმანისში, ახალსოფელში, მუხრანში, უდაბნოსა და საწირეში. ქორწინების სახლები გაიხსნა ახალქალაქში, მარტვილსა და სენაკში". მინისტრმა იუსტიციის სახლის სამომავლო მშენებლობებზეც ისაუბრა და ის ქალქები დაასახელა, სადაც 2020 წლის ბოლომდე იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობაა დაგეგმილი. „მიმდინარე და 2020 წლამდე დაგეგმილ იუსტიციის სახლებს რაც შეეხება, ხონზე და ბოლნისზე უკვე მოგახსენეთ. სამუშაოები მზადდება და წელსვე დაიწყება მშენებლობები ქარელში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ხაშურში, გარდაბანსა და ზესტაფონში. ამით, ძვირფასო დეპუტატებო, 2020 წლისთვის ამ ხელისუფლების პირობებში, შეგვეძლება ვთქვათ, რომ აშენდა და გაიხსნა 18 იუსტიციის სახლი და 70 საზოგადოებრივი ცენტრი, 6 რეგიონული არქივი და არაერთი სხვა ინფრასტრუქტურა. მე ვთვლი, რომ ამგვარი ინფრასტრუქტურული საქმიანობა არის უპრეცენდენტო იუსტიციის სისტემის განვითარების ისტორიაში და მე მინდა, სწორედ ამ ტრიბუნიდან მადლობა ვუთხრა თითოეულ იუსტიციელს, კოლეგა უწყებებს, მაჟორიტარებს, მუნიციპალიტეტებს და ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან - დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის იუსტიციის სახლები.
(NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)