14:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 14:52:46, 1271 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - ექსპერტების შეფასებით, დეკანოზი მამალაძე საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებს

ექსპერტების შეფასებით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

აღნიშნულ განცხადებას ომბუდსმენი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე აკეთებს.

„სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ჩავრთეთ ორი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი. მათ შეისწავლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარება, ასევე დოკუმენტაცია და მამა გიორგი მამალაძე ადგილზე მოინახულეს, როგორ უტარდება მას მკურნალობა. ექსპერტებმა გასცეს დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ ადგილზე, მე-18 დაწესებულებაში არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც მას მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სჭირდება. მათი დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, ის გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. მდგომარეობა შეფასებულია, როგორც რთული“, - აღნიშნა ლომჯარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics