15:18 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 12:51:31, 1151 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო - სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ არ უნდა იქნეს გამოყენებული

ზომები უნდა გატარდეს, რათა სასულიერო პირების სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ არ იქნეს გამოყენებული, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფოში გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

„სასულიერო პირების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. სახელმწიფოში ასევე გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.

ამასთან უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ იქნას გამოყენებული ფსევდორელიგიური იურიდიული პირების მიერ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესებისათვის, რაც რელიგიურობით მანიპულაციას და აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics