|
2019-03-15 18:27:23, 1700 ნახვა
ეკონომიკა
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
12-13 მარტს, თბილისში, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“ -ში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა . სხდომის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წევრი პორტებისა და სამუშაო ჯგუფში შემავალი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების გზები, 2019 წლისათვის სატრანსპორტო დერეფნის სატარიფო განაკვეთები, აქტაუსა და ბაქოს პორტებს შორის სარკინიგზო-საფიდერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებებსა და კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებისას მხარეთა ურთიერთქმედების რეგლამენტის შეთანხმების აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ ტვირთნაკადის კონტროლის მიზნით შეთანხმება იქნა მიღწეული ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის სქემაზე. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)