2015-06-21 12:18:13, 360 ნახვა
პოლიტიკა
იმერილიშვილი: პრეზიდენტის მთავარი გზავნილი იყო, რომ რეგიონული უსაფრთხოების გარეშე ევროპული უსაფრთხოება არ არსებობს
GLOBSEC-ის ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის მთავარი გზავნილები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და რეგიონალურ უსაფრთხოებას შეეხებოდა.
„პრეზიდენტის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ რეგიონალური უსაფრთხოების გარეშე კავკასიის რეგიონის, შავი ზღვისა და საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს ევროპული უსაფრთხოება,“-აღნიშნა იმერლიშვილმა „კურიერთან“ საუბრისას.
გიორგი მარგველაშვილი აუდიტორიის შეკითხვებს დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან