13:37 - 07 May, 2026
|
2019-03-15 13:29:17, 1552 ნახვა
ეკონომიკა
თებერვალში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მილიონი დოლარი შეადგინა
თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.5 მილიონი აშშ დოლარი (332.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10.2 პროცენტით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 92.2 პროცენტი მოდიოდა. 2019 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.7 მილიონი აშშ დოლარი (47.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.0 მილიონი აშშ დოლარისა (44.3 მლნ ლარისა) 2018 წლის თებერვალში.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)