|
2019-03-14 17:54:47, 1194 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, ჯანჯღავას III შესახვევში ასფალტის საფარი იგება
გლდანის რაიონის გამგეობა ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, სადაც დაახლოებით, 5 300 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. პროექტის შედეგად, მოსახლეობა გრუნტის გზის ნაცვლად, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „გლდანის რაიონში რამდენიმე მისამართზე გზის კაპიტალურ მოწყობას ვახორციელებთ. ამჯერად, ჯანჯღავას ქუჩის მესამე შესახვევის რეაბილიტაციას ვასრულებთ, სადაც საგზაო სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოუგვარდება და გრუნტის გზის ნაცლად, ასფალტის საფარით ისარგებლებენ. რასაკვირველია, წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურას არაერთ მისამართზე მოვაწესრიგებთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოებზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 280 000 ლარი დაიხარჯა. გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე უკვე დასრულდა, რამდენიმე მისამართზე კი, ამ დროისთვის მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 7 500 კვ. მეტრ ფართობზე კულა გლდანელის ქუჩაზე ხორციელდება; გულისაშვილის ქუჩაზე გზის საფარი დაახლოებით, 6 650 კვ.მ ფართობზე იგება; საგზაო ინფრასტრუქტურა ფოცხიშვილის ქუჩაზე დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)