|
2019-03-14 13:34:18, 1516 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს
"ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს მოქალაქის ოკუპირებულ რეგიონში გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საგარეო უწყებას მყისიერად ჰქონდა კომუნიკაცია ევროკავშირისა და გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საელჩოებს მიეცათ ინსტრუქცია, რომ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს. „ყველა ჩვენი საელჩო არის ინფორმირებული და მათ მიეცათ ინსტრუქცია რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ამ ფაქტის შესახებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მე მუდმივ კონტაქტში ვიმყოფები თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, მექნება შეხვედრა, სადაც ყველა დეტალებს განვიხილავთ, ასევე ხვალ ველოდებით, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დაბრუნდება სოხუმიდან, მასთან უკვე ჩანიშნული მაქვს შეხვედრა, და ბუნებრივია, მისგან მოვისმენ, თუ რა ინფორმაცია გააჩნია მას", - აღნიშნა მინისტრმა. დავით ზალკალიანის თქმით, აუცილებელია გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ამოქმედდეს, სადაც აღნიშნულ ფაქტზე იქნება საუბარი. „ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა და კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკონტროლო ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა. ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნებაზე, ყველა საერთაშორისო აქტორთან, ასევე აუცილებელია, ავამოქმედოთ ინციდენტების პრევენციის მექანიზმი გალში, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ფორმატი, სადაც ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე იქნება საუბარი", - განაცხადა ზალკალიანმა.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)