|
2019-03-14 12:44:56, 1527 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია გახსნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციის „ენერგეტიკა და გარემო" ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს უნივერსიტეტების ენერგეტიკული ფაკულტეტების სტუდენტები. „ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია ქვეყნისთვის, იგი წარმოადგენს ქვეყნის დამოუკიდებლობის წინაპირობას, ხოლო ენერგეტიკოსის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია თანამედროვე საქართველოში," - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ. მისი თქმით, საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანიები წარმატებით თანამშრომლობენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან მომავალი კადრების სტაჟირების და შემდეგ მათი დასაქმების მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ენერგეტიკაში განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე დღის წესრიგში დგება ახალი პროფესიების მომზადების საკითხი, რისთვისაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ქვეყნის უმაღლეს სკოლებში. მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე, რამაც სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკული კომპანიების, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის", „თელასის", „საქრუსენერგოს" წარმომადგენლები, რომლებმაც დააწესეს სპეციალური ჯილდოები კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტებისთვის. სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენცია ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის ყოველწლიურად ტარდება.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)