11:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 11:08:12, 1561 ნახვა

სამართალი
შსს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დროებითი მოთავსების იზოლატორებში მდგომარეობა გაუმჯობესებულად ფასდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ, 2018 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა  საუბარი.

კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, UNICEF-თან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია იზოლატორებში მოთავსებული არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა.

გარდა ამისა, ანგარიშში პოზიტიურად ფასდება 2018 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმული ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა იზოლატორების პერსონალის ინტენსიური გადამზადება მოთავსებულ პირთა დაზიანებების აღრიცხვის საკითხებზე, ასევე იზოლატორების ინფრასტრუქტურის განახლება და 4 იზოლატორში, სამედიცინო დანაყოფის ჩამოყალიბება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics