|
2019-03-13 22:49:32, 1127 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ციანიდის, ხორავას ქუჩის და მაჩალიკაშვილის საქმეები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს შეეხება, ე.წ. ციანის, ხორავას ქუჩის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეები მოხვდა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, კონსტიტუცია და კანონი კრძალავს მოქალაქეების თვითნებურად დაკავებას და ხელისუფლებამ უნდა უზრუნვეყოს ადამიანის უფლებების დაცვა სასამართლოში, თუმცა ხელისუფლება ამ ვალდებულებას არათანაბრად იცავდა. "ხორავას ქუჩის საქმე - 2018 წლის მაისში საქართველოში მასშტაბური აქციები დაიწყო, მას შემდეგ რაც ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვანი მოკლეს. სამოქალაქო საზოგადოებამ გამოძიების ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. შედეგად ქვეყნის მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა და ისტორიაში პირველად შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოპოციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხელმძღვანელობდა. კომისიამ დაადგინა, რომ გამოძიება პროკურატურის ყოფილი გავლენიანი წარმომადგენლის მირზა სუბელიანის სასარგებლოდ დათმობაზე მიდიოდა, რადგან საგამოძიებო პროცედურამ, მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებების შეგროვების ჩათვლით, სრულიად გვერდი აუარა სუბელიანს და მის ორ ნათესავს, რომლებიც საქმეში ფიგურირებდნენ. კომისიამ მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გულგრილობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - გაჟღერდა ბრალდება, რომ ხელისუფლებამ ან მისმა აგენტებმა გაუმართლებელი დანაშაული ჩაიდინეს. 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისის საავადმყოფოში 10 იანვარს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა პანკის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მისი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამტკიცებდა, რომ მკვლელობა გაუმართლებელი იყო. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა გამჭვირვალე, ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარების მნიშვნელობას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოძიება ინტეგრირებულობის არარსებობის გამო გააკრიტიკეს. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე - კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს მოქალაქის უფლებას საჯარო და სამართლიან სასამართლოს ჩატარებაზე. აგვისტოში, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიორგი მამალაძის სააპელაციო სარჩელი, რომელიც 2017 წელს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაადანაშაულეს. სახალხო დამცველის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ გამოძიებამაც და სასამართლომაც განსასჯელი სამართლიანი პროცესის გარეშე დატოვა", - ნათქვამია ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე თბილისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის საქმეც მოხვდა. ანგარიშის ავტორები წერენ: "მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ჟურნალისტის გაუჩინარები საქმის გამოძიება დაიწყო, კითხვებზე პასუხი ამ დროარ გაცემულა. ანგარიშში, დემირელის კოლეჯის ყოფილ მასწავლებელზე მუსტაფა ემრე ჩაბუქცეზ არის საუბარი, რომლის დაკავებსის შემდეგაც პერმანენტული აქციები ჩატარდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)