2015-06-20 16:01:03, 362 ნახვა
პოლიტიკა
პორტუგალიის საგარეო უწყება თბილისში მომხდარი სტიქიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს
პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს საქართველოს მთავრობას და მთლინად ქართველ ერს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიწირა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე და გამოიწვია მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი“- ნათქვამია პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან