01:59 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 15:47:49, 1795 ნახვა

კომენტარი
ბიზნესომბუდსმენი: ანაკლიის პორტის პროექტზე მზად ვართ ხაზარაძეს სახელმწიფოსთან ვუშუამდგომლოთ

 თუ პორტის პროექტზე მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო, მზად ვართ  მამუკა ხაზარაძეს ვუშუამდგომლოთ სახელმწიფოსთან", -ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის  საინტერესოა ანაკლიის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარება. როგორც საჯარო განცხადებებიდან ისმის ანაკლიის პროექტის შესრულების ვადები და სხვა საკითხები პრობლემური ხდება", - აღნიშნა ლექვინაძემ.

კითხვაზე არის თუ არა  ამ პროცესში ბიზნესზე ზეწოლის ნიშნები, როგორ აფასებს ხაზარაძის განცხადებას მის წინააღმდეგ ორკესტირირებული შეტევისა და მუქარის წერილის შესახებ ირაკლი ლექვინაძე ასე უპასუხა:

"შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბ-ნი გახარია ან ბ-ნი ხაზარაძე მსგავი შინაარსის წერილებს წერენ. მძიმე ურთიერთბრალდებებია, რაც საჭიროებს სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას და ამაზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს", - განაცხადა მან. 

ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვრივალობა სჭირდება საზოგადეობაშიც, ბიზნეს წრეებშიც.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics