21:54 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 13:40:52, 1415 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო და ლიეტუვა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ

საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვას რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას  ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში გაიმართა.

“ამ სფეროში როგორც ნატომ, ისე მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხოება აიყვანეს  ოპერატიული განზომილების სივრცეში და ის, როგორც ხმელეთი და ზღვა, განიხილება ახალ ოპერატიულ განზომილებად.  ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კიბერშემოტევების შედეგად შეიძლება გარკვეული საფრთხეები შეექმნას. ამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია ჩვენი ეროვნული ძალისხმევის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სწავლებების ჩატარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ.

გაფორმებული დოკუმენტი მიზნად ისახავს კაუნასის რეგიონალური კიბერთავდაცის ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობას, მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კიბერსწავლებების დაგეგმვა-აღსრულებასა და ძალისხმევის კონცენტრაციას ეროვნული და საერთაშორისო კიბერინციდენტების შემთხვევაში. აღნიშნული ასევე ემსახურება როგორც ზოგადად კიბერუსაფრთხოების სფეროს განმტკიცებასა და გაძლიერებას, ასევე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სეგმენტის მეტ ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატოსთან ურთიერთავსებადობის მაღალი სტანდარტის მიღწევას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას ლიეტუვას ეროვნულ სწავლებაში “Amber Mist 2019”.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics