03:46 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 18:32:41, 1656 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: თუ არ შევქმნით სამელიორაციო ინფრასტრუქტურას, ვერ შევინარჩუნებთ ნიადაგის ნაყოფიერებას და ვერც წარმოებას გავზრდით

„თუ ჩვენ არ შევქმნით სამელიორაციო ინფრასტრუქტურას, ვერ შევინარჩუნებთ ნიადაგის ნაყოფიერებას და ვერც წარმოებას გავზრდით", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლანენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, "მრავალწლიანი კულტურების გაშენების გეგმები იქნება ფუჭი, იმიტომ, რომ წყლის გარეშე, თანამედროვე რეალობაში ჩვენ ვერ ვაწარმოებთ კონკურენტუნარიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას".

"სასოფლო-სამეურნეო მიწების ფონდის გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება მნიშვნელოვნად ავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს, უმჯობესდება და იზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა. 2012-2018 წლებში, საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 258 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, წყალუზრუნველყოფილია 127 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 38 000 ჰექტარს შეადგენს. 2019 წელს მშენებლობა-რეაბილიტაციით დაგეგმილია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 53 გარდამავალი სარეაბილიტაციო პროექტის დაწყება. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 374 ობიექტზე ჩატარდება", - აღნიშნა მინისტრმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics