|
2019-03-07 14:30:50, 1604 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მოვემსახურებით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ინვესტორებს სამინისტროში „ერთი ფანჯრის პრინციპით" მოემსახურებიან. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უფრო ნაკლებად ბიუროკრატიულ და გამარტივებულ ურთიერთობაზე ბიზნესსა და სამინისტროებს შორის, რაზეც ასევე ვმუშაობთ. მათ რიცხვში ვგეგმავთ ინვესტორთან „ერთი ფანჯრის პრინციპის" ამოქმედებაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები თავად მოუგვარებენ ინვესტორებს ყველა საკითხს სხვადასხვა სამინისტროებში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას ასოციაციის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მინისტრთან ერთად, ბიზნესმენთა შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე პასუხობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)