|
2019-03-07 14:02:21, 1487 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შეხვედრაც გამართეს და ორმხრივი ურთიერთობების გაღმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პარტნიორთა მხარდაჭერის მობილიზაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა, ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა დალია გრიბაუსკაიტეს იმ უდიდესი პირადი წვლილისათვის, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ევოპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერის საკითხებში. აღინიშნა, რომ აზოვის ზღვაში რუსეთის უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, ნატოს გადაწყვეტილება გაზარდოს თავისი წამომადგენლობა შავ ზღვაში, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. საქართველო აქტიურად მონაწილეობს შავი ზღვის უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით ყველა პრაქტიკულ ძალისხმევაში, განსაკუთრებით, ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მხარდაჭერას მიიღებს ვაშინგტონში, ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ მინისტერიალსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. საქართველოსათვის კიბერუსაფრთხოება განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, განიხილება შავი ზღვის რეგიონში მსგავსი ცენტრის შექმნის ხელშეწყობის საკითხიც. მხარეებმა თავდაცვის სამინისტროებს შორის, კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის დოკუმენტზეც ისაუბრეს, რომელსაც ხელი, ვიზიტის ფარგლებში, ხვალ მოეწერება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჟენევის მოლაპარაკებებმა ძალიან ფორმალური და ტექნიკური ხასიათი მიიღო, საჭიროა, საქრათველოს პარტნიორების მხარდაჭერით აღნიშნული ფორმატისათვის პოლიტიკური დონის ამაღლება. ხაზი გაესვა საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და ევროკავშირთან სხვა პოტენციური თანამშრომლობის ფორმატების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას, როგორც განათლებისა და კულტურის, ასევე სატრანსპორტო და სხვა მიმართულებებით, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს მეტ იმპულსს მისცემს. ქვეყნებს შორის ძლიერია სექტორული თანამშრომლობა, გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა და ინვესტიციების მოცულობა, მზარდია ტურიზმის მაჩვენებელი, რასაც ხელს უწყობს საქართველოსა და ლიეტუვას შორის პირდაპირი საჰაერო ფრენები. პერსპექტიულია ერთობლივი საწარმოების შექმნა, რათა მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ექსპორტის შესაძლებლობები, რომელსაც ქმნის როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კულტურა, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საკითხებს, ასევე გამოფენების, კულტურული დღეებისა და ფორუმების მოწყობას. რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია პარტნიორულ ურთიერთობებში. დამეგობრებულია ლიეტუვასა და საქართველოს 30-მდე ქალაქი და მუნიციპალიტეტი. აღინიშნა, რომ საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა და ევროკავშირის მიდგომა "მეტი მეტისთვის" საქართველოსთან მიმართებაში ყველაზე უფრო რელევანტურია. ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები. საუბრისას, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)