2019-03-07 11:41:10, 1309 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტს Twitter-ში ქართულ ენაზე გამოეხმაურა
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ვიზიტს ქართულ ენაზე გამოეხმაურა.
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილნიუსში ქალბატონო პრეზიდენტო @Zourabichvili_S ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე", - წერს ლინკევიჩიუსი.
ცნობიისთვის, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში პირველი ოფიციალური ვიზიტით დღეს გაემგზავრა.
ავტორი: ,