20:42 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 15:16:52, 1506 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - თუკი შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა, საკანომდებლო ცვლილებები იქნება საჭირო

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გაცხადებით,  თუკი შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა, საკანომდებლო ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, შეწყალების კომისია აუცილებელია, რომ  პროფესიონალებით დაკომპლექტდეს.

„ჩვენ ამჟამად ვსწავლობთ ამ კონცეფციას, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივის სახით წარმოგვედგინა. ვფიქრობთ, რომ თუკი ეს მართლაც მოხდება, ეს დაისაჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მე არ მაქვს დღეს მზა პასუხი, მოესწრება თუ არა ამ ცვლილების განხორციელება ე.წ. სააღდგომო შეწყალებისთვის, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტთან, მის ადმინისტრაციასთან იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ, თუკი კომისიას შევინარჩუნებთ, ესეც არ არის ცნობილი, ისეთი კომისია, რომელიც პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. საჭირო იქნება არა მწერლები და მხატვრები, არამედ სოც. მუშაკები, ფსიქოლოგები, პედაგოგები და სხვა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics