20:41 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 12:12:11, 1479 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში უსმენს უმრავლესობა და არა დემოკრატიული ოპოზიცია

"დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში უნდა მოუსმინოს უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის არჩევის წესი, მათ შორის ეუთო-ს უკანასკნელი დასკვნითაც, ეს არ იყო დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესზე ძალადობის, მოსყიდვის გზით. შესაბამისად, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად, ლეგიტიმურ არჩევნებად. ამის გაპროტესტების მიზნით, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველოს დემოკრატიას უზარმაზარი საფრთხე ემუქრება, ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში დღევანდელ გამოსვლას დავესწროთ. ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს უნდა მოუსმინოს ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ. სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია დემოკრატიული, ლეგიტიმური მანდატი. ის არის ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტი. ჩვენ უარს ვამბობთ დღეს მოვუსმინოთ მსგავსი წესით ქართველი ხალხისთვის თავზე დასმულ პრეზიდენტს ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics