2019-03-05 18:56:21, 1474 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: 2015 წელს „რესპუბლიკელებმა“ პირობა დავუყენეთ ივანიშვილს და ღარიბაშვილის გაშვება მოვთხოვეთ
2015 წელს „რესპუბლიკელებმა“ პირობა დავუყენეთ ივანიშვილს და ღარიბაშვილის გაშვება მოვთხოვეთ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ მათი მოთხოვნის შედეგად გადააყენა თანამდებობიდან ივანიშვილმა ღარიბაშვილი.
„2015 წელს „რესპუბლიკელებმა“ პირობა დავუყენეთ ბიძინა ივანიშვილს, არავინ ეს არ იცოდა, რესპუბლიკელების და ივანიშვილის გარდა, არც მის პარტიაში არავინ არ იცოდა, ჩვენ მოვთხოვეთ მას ღარიბაშვილის გაშვება. ივანიშვილი მაშინ არ იყო მზად რესპუბლიკელებთან მკვეთრი დაპირისპირებისთვის და ის დასთანხმდა ამას და შეირჩა კვირიკაშვილი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
ავტორი: ,