|
2019-03-04 18:39:07, 1492 ნახვა
კომენტარი
თინა ბოკუჩავა - ვიცოდით, რომ გახარიაა მუქარების ავტორი მთელ ქვეყანაში
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, შესაძლებელია „თიბისი ბანკზე“ კიბერ შეტევას შს მინისტრი გიორგი გახარია ახდენდა. როგორ მან ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია, გახარია დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს. „სავარაუდოდ, ისევე როგორც მუქარის წერილი, რომელიც ბატონმა ხაზარაძემ ღიად თქვა იყო გახარიასგან, დიდი ალბათობით, ასევე კიბერ შეტევა იყო სწორედ ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან და თავად გახარიას მხრიდან. ეს არ დაუზუსტებია ხაზარაძეს, თუმცა მას აქვს კონკრეტული მისამართი, კონკრეტული კომპიუტერი, საიდანაც ეს კიბერ შეტევა განხორცილდა, რომ იყოს პოლიტიკური ნება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ კიბერ შეტევის ავტორის პოვნა იქნებოდა უმარტივესი, მაგრამ მაშინ როდესაც თავად შს მინისტრი არის დამნაშავე და ემუქრება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის მფლობელს, რა თქმა უნდა, ასეთი გამოძიების იმედი ჩვენ არ შეიძლება რომ გვქონდეს. ბატონმა ხაზარაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა რომ ეს მუქარის წერილი გახარიასგან მიიღო მეორე ტურის წინ და ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ სწორედ გახარია იყო შანტაჟისა და მუქარის ავტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, მუქარის რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა სამეგრელოში და ეს კიდევ ერთხელ დასტურდება იმ წერილით, რაზეც დღეს ბატონმა მამუკამ ისაუბრა. ჩვენ უკვე დავაყენეთ გახარიას პასუხიმგებლობის საკითხი, მოვითხოვეთ, რომ გადადგეს გახარია დაკავებული თანამდებობიდან, იმიტომ რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, არ შეიძლება ქვეყნის მთავარი სამართალდამცავი იყოს დანაშაულში მხილებული პარლამენტში და მან გააგრძელოს მუშაობა“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, პარლამენტში გამართლ სხდომაზე თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის განცხადებას მოგვიანებით შს მინისტრი გამოეხმაურა და მას „პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ უწოდა.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)