2019-03-04 16:43:02, 1510 ნახვა
კომენტარი
სარალიძე სუბელიანზე: ჩემი მიზანი არაა წლებით ვინმე გამოიკეტოს, ჩემი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ამავე საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის მიმართ განაჩენის გამოტანას ეხმაურება.
როგორც სარალიძემ განაცხადა, მისი მიზანი საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაა.
„ჩემი მიზანი არ არის აქ წლები ვინმე გამოიკეტოს, ჩემი მიზანი არის ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და აუცილებლად დადგება. მთავარია, რომ ბრალდებულია და მხოლოდ იმ ნაწილში, შეუტყობინებლობაში, დანარჩენს გამოძიება დაადგენს რა ბრალი შეიძლება კიდე წაეყენოს მომავალში მირზა სუბელიანს. წესით მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდეს“, - ზაზა სარალიძე.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ავტორი: ,