|
2019-03-04 14:30:50, 1643 ნახვა
კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ეროვნული ბანკი მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაშანტაჟებდა
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს ეროვნულ ბანკს შანტაჟში ადანაშაულებს. "ეროვნული ბანკი პრაქტიკულად, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, მაშანტაჟებდა და გვაშანტაჟებდა მე და ბადრი ჯაფარიძეს მისი პრეზიდენტის და მისი თქვენ მიერ ახლადარჩეული მოადგილის, ვიცეპრეზიდენტის მხრიდან. მათ გამოგზავნეს წერილი, გამოუგზავნეს დამოუკიდებელ დირექტორებს. მინდა, გითხრათ, რომ 7 წევრი ჰყავს TBC ბანკს სამეთვალყურეო საბჭოში აქ და 9 წევრი ჰყავს ლონდონის ბირჟაზე. აქედან 5 წევრი, რომელიც საქართველოშია, არის ლონდონის ბირჟის მიერ არჩეული დამოუკიდებელი დირექტორები, რომლებსაც არანაირი კავშირი TBC ბანკთან არ აქვთ. ერთადერთი კავშირი, რაც აქვთ, ეს არის მათი კავშირი დამოუკიდებლობასთან. ესენი არიან უცხოელები, ძირითადად. მე და ბადრის გვაქვს 2 ხმა. შესაბამისად, ვერანაირი გადაწყვეტილების უფლება ჩვენ ამ ჩვენს ბანკში არ გვაქვს და ვერც გვექნება. გამოაგზავნეს წერილი. ე.ი პირველი ჯარიმა მოვიდა 10 000 ლარზე, რომელიც ეტყობა, ვიღაცამ მერე დაუწუნა, რომ 10 000 ლარი ცოტაა. მე მივედი სებ-ის პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ ჩვენ 10 000 ლარსაც არ გადავიხდით იმიტომ, რომ ეს არ არის 11 წლის წინანდელი ამბავი არ არის სწორი ისე, როგორც თქვენ მიგყავთ. შემდგომ გამოუშვეს ახალი დეპარტამენტი და დაგვარიცხეს მილიონი ლარი. გამოაგზავნეს ჯარიმა ბანკზე და გამოაგზავნეს წერილი დამოუკიდებელ დირექტორებთან, სადაც მოითხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობა, თუ არადა, ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. პრაქტიკულად, დაგვემუქრნენ. მე მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ის 2008 წელს საქართველოში არ იმყოფებოდა, რამდენადაც მე მახსოვს და ეტყობა ის ომის პერიოდი, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, არ ახსოვს. მე მივედი და ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ, გადავდგეთ თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, რადგანაც რეგულატორი ხართ და ჩვენ პატივს ვცემთ რეგულატორს და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ არასდროს პრობლემა რეგულატორთან არ გვქონია. მათ თქვეს, რომ არა. თქვენი თავმჯდომარეობა და მოადგილეობა არ არის საკმარისი, თქვენ უნდა საბჭოდანაც წახვიდეთ. მე ვუთხარი, იქნებ, 2 ადამიანი დაამატოთ კიდევ დამოუკიდებელი. ჩვენ ლონდონის ბირჟას ვთხოვთ, რომ 7 გავზარდოთ 9-მდე და ჩვენ გვქონდეს უფლება, რომ ვისხდეთ და მოვუსმინოთ იმიტომ, რომ 9 კაცში 2-მა კაცმა წელიწადში 4-ჯერ რა გავლენა უნდა მოახდინოს. მათ თქვეს, რომ არა, ეს არის კატეგორიული საკითხი. მაშინ ჩვენ ვუთხარით, რომ წერილი მაინც მოგვეცით თქვენ, რომ ფულის გათეთრება ამ სისტემაში ჩვენთან არ მომხდარა და შესაბამისად, კრიმინალური რამ არ მომხდარა. მითუმეტეს თქვენ იცით, რომ მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა იურიდიულმა კომპანიამ დენტონსმა დადო დასკვნა. არავინ არ დამიკავშირდა და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უკვე ადამიანებმა მხარე დაიჭირეს ამ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, გამოძიება მიდის, უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს. ჯერ დამნაშავეც არ არის ცნობილი, დაზარალებულიც არ არის ცნობილი, პრესკონფერენციაზეა გადასული პროკურატურა. მე ჩავთვალე, რომ არსებობენ ადამიანები ეკონომიკურ გუნდში, რომლებიც დაინტერესდებიან და როგორც ახლა თქვენ მე კითხვებს დამისვამთ, ასე დამისვამენ კითხვებს. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ ბანკი კარგია და მამუკას და ბადრის აქვთ პრობლემები. ასე არ გამოვა, მეგობრებო. მე მინდა, გითხრათ, რომ პირველი განცხადებიდან მეორე განცხადებამდე ჩვენმა ინვესტორებმა 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)