21:14 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 10:02:39, 1266 ნახვა

საზოგადოება
დედის დღესთან დაკავშირებით ნაძალადევის რაიონში კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები გაიმართა

ნაძალადევის რაიონში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისა და აღსაზრდელების მშობლების მონაწილეობით, „არტ-ჰოლში“ დედის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

საკონცერტო საღამო ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა. საბავშვო ბაღების ღვაწლმოსილ პედაგოგებს გამგეობისგან საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ესწრებოდნენ. გამგებელმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალბატონებს 3 და 8 მარტის დღესასწაულები მიულოცეს.

„ქალბატონებს მივულოცეთ მარტის დღესასწაულები. ბაღების თანამშრომლების მონაწილეობით, საინტერესო კონცერტი გამოვიდა. ძალიან დასაფასებელია მათი საქმიანობა, რისთვისაც ბაღების თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

 ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დედის დღესთან დაკავშირებით, კიდევ ერთი კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეებმა დედები სხვადასხვა ტიპის მხატვრული ნამუშევრებით დაასაჩუქრეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics