10:50 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 10:37:24, 1839 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა მიქავამ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ციფრული ეკონომიკის მე-3 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  ლაშა მიქავამ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ეკონომიკის მე-3 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აღნიშნული ქვეყნების ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტის (HDM/EU4Digital) ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ საქართველოში ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისთვის განხორციელებულ, მიმდინარე, ასევე დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარება და მისი ევროპულ ციფრულ ბაზრებთან ინტეგრირება წარმოადგენს.

მინისტერიალზე აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრ  ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში და განმტკიცებაში მინისტერიალზე მისაღები გადაწყვეტილებების მნიშვნელობა, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემდგომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

მინისტერიალზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციას, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორის როუმინგული ტარიფების დარეგულირებას და შემდგომში მათი ევროკავშირის ქვეყნების ტარიფებთან  დაახლოებას. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics