23:07 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 15:03:57, 1190 ნახვა

საზოგადოება
კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

კანდელაკის ქუჩაზე (ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის კვეთამდე) საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ამის შესახებ საპატრულო პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული:

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს, თბილისის მერია კანდელაკის ქუჩაზე (ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის კვეთამდე) საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

პირველ ეტაპზე, სამუშაოები დაიწყება ჟვანიას მოედნიდან, რის გამოც კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვეში დასრულდება“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics