2019-02-27 19:15:31, 1359 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი ინიცირებული არაა - თუმცა მხარდაჭერას არც ვაპირებთ
კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი ინიცირებული არაა - თუმცა მხარდაჭერას არც ვაპირებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძე სამართლიანად იკავებს პარლამენტის თავჯდომარის პოზიციას.
„არანაირი იმპიჩმენტი არ არის ინიცირებული. ირაკლი კობახიძე როგორც განათლებული, შრომისმოყვარე და გამოცდილი პოლიტიკოსი სამართლიანად იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ ვაპირებთ. ის ახლა საერთაშორისო მივლინებაშია და ამ საკითხზე დისკუსიაც კი არასწორად მიმაჩნია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ,