2019-02-27 19:03:05, 1176 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი, პარტიაში ახალ ადამიანებს კარს გაუხსნის
უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი, პარტიაში ახალი ადამიანების შემოსვლას კარს გაუხსნის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს რთული პოლიტიკური პროცესი, რომელზეც მმართველი გუნდი მუშაობს.
„უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი, მომავლის ხედვის მქონე, წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში, ჩვენს გუნდში და პარლამენტშიც. არის რთული პოლიტიკური საკითხები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და მივიღებთ მყარი უმრავლესობით გადაწყვეტილებებს ისე, როგორც ეს საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია“, - გააცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ,