18:04 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 15:31:07, 1248 ნახვა

პოლიტიკა
„დადგა დრო თვითონ შევქმნა პოლიტიკური ორგანიზაცია“ - ჭიჭინაძე ბესელიას ფრაქციაში არ შევა

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას ფრაქციაში არ შევა, -  ამის შესახებ დეპუტატმა  ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, ის არავის ფრაქციაში ყოფნას არ აპირებს, რადგან არ უნდა, რომ ტექნიკური მხარდამჭერი იყოს.

ამასთან, ჭიჭინაძე ცალკე პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას აპირებს.

„მე ალბათ დაველოდები გარიცხულ დეპუტატებს და იმათთან უფრო კომფორტული იქნება ფრაქციის შექმნა ვიდრე გამოსულებთან. მე დღეს არავის ფრაქციაში არ ვაპირებ ყოფნას, გამოვდივარ „პატრიოტთა ალიანსიდან“. ფრაქცია არის პოლიტიკური ორგანიზაცია. მე უნდა ვიცოდე  პოლიტიკური შეხედულებები, ვინ იქნებიან ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში. მე საერთოდ ვთვლი, რომ დრო დადგა მე თვითონ შევქმნა პოლიტიკური ორგანიზაცია. მე ვაწარმოებ მოლაპარაკებას . ძირითადი დასაყრდენი ბაზა არის ის ვინც ჩემსავით იმედგაცრუებულები არიან. 2012 წელს მოსულები. ისინი არიან დასაყრდენები“, -განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics