2019-02-26 17:35:45, 1238 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა გვენეტაძეს - ყველაზე სამარცხვინო ხართ სამარცხვინოთა შორის
„კობა გვენეტაძე - ყველაზე სამარცხვინო სამარცხვინოთა შორის“, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს facebook-ის საკუთარი გვერდიდან მიმართა.
უგულავა დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„კობა გვენეტაძე, ყველაზე სამარცხვინო ხართ, სამარცხვინოთა შორის. პ.ს. ერთ თვეში ნინო გვენეტაძესავით მაგ თანამდებობიდან რომ გაიპარებით (ზუსტად ვიცი რომ აპირებთ) საფლავამდე ჩამოგყვებით და ვერცერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვერ დაიწყებთ მუშაობას. დღევანდელი დღის „სურნელს“ და სუსხს კიდევ დიდი ხანი იგრძნობთ“, - წერს გიგი უგულავა.
ავტორი: ,