2019-02-26 11:45:17, 1180 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი მოსამართლეების საკითხზე: ეს არ უნდა დაემსგავსოს იმას, რომ ვიღაც ღია კარს ამტვრევდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოსამართლეების საკითხის განხილვა კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა მოხდეს.
პრემიერის შეფასებით, აღნიშნული საკითხის განხილვა "ღია კარის მთვრევას" არ უნდა დაემსგავსოს.
"ასეთი მოსაზრება არსებობს გუნდში. ვიცი, რომ არსებობს საზოგადოების ნაწილშიც და აქაც რა თქმა უნდა, პოლიტიკური გუნდი ღიაა დისკუსიებისთვის და ამავე დროს არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და მას ყველამ პატივი უნდა ვცეთ, შესაბამისად, ასეთი საკითხის განხილვაც, ბუნებრივია, უნდა იყოს ჩვენი კონსტიტუციის ჩარჩოებში და ეს არ უნდა დაემსგავსოს იმას, რომ ვიღაც ღია კარს ამტვრევდეს“, - აღნიშნა ბახტაძემ.
ავტორი: ,