|
2019-02-25 19:16:26, 1792 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ხაზს უსვამს ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას
მნიშვნელოვანია, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ხაზს უსვამს ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რეიტინგების მუდმივად გაუმჯობესების ტრენდი ნათლად აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია და ამ წლებში მიღწეულ პროგრესს აღიარებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და სარეიტინგო კომპანიები, რომელთა შეფასებებს გავლენა აქვთ ინვესტორთა გადაწყვეტილებებზე. „სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის სამწლიანი პროგრამა პოზიტიურად მიმდინარეობს და ჩვენ წარმატებით ვასრულებთ პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებსა და ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს. სარეიტინგო კომპანიის მიერ აღნიშნულია ბიუჯეტის დეფიციტის დაღმავალი ტენდენცია. როგორც ცნობილია, 2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 2.6%-იან დეფიციტზე და მომდევნო წლებში, დეფიციტი შენარჩუნებულია მშპ-ს 2.5%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, ფისკალური კონსოლიდაცია, ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე, ქმნის მყარ საფუძველს, სარეიტინგო კომპანიის შემდგომ პოზიტიურ შეფასებაზე. შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-"-დან „BB"-მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
(NS)
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)