2019-02-25 16:51:47, 1259 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - დეპუტატები მიდიან კობახიძის და არა ივანიშვილის ოპოზიციაში
„ისინი მიდიან კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის“, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ჟურნლისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დეპუტატები ივანიშვილს არ დაუპირისპირდებიან და კვლავ მისი ინტერესების გამტარებლები იქნებიან.
„ისინი მიდიან კობახიძის ოპოზიციაში და არა ივანიშვილის. საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალა არითმეტიკულად, მაგრამ არ დაშლილა ივანიშვილისთვის. ეს ხალხი მიდის გუნდის ერთი ნაწილის ოპოზიციაში, მაგრამ ისინი რჩებიან ივანიშვილის ერთგულად. ივანიშვილი კვლავ აკონტროლებს პარლამენტს და ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდება ეს ხალხი ჩადგებიან მის ერთგულ სამსახურში“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
ავტორი: ,