2015-06-19 09:26:57, 349 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა მოხალისეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდა
„მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მოხალისეებს, დავიცვათ უსაფრთხოების ზომები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მკურნალობას ექვსი პაციენტი განაგრძობს.
„მინდა მივამრთო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მოხალისეებს, გთხოვთ დავიცავთ უსაფრთხოების ზომები და როგორც არის დაწერილი ინსტრუქციებში. საჭიროების შემთხვევასი კი 15 05 დარეკეთ და მიმართეთ ცხელ ხაზს“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა სტიქიის შედეგად დაღუპულების და დაკარგულების ბოლო მონაცემებზე ისაუბრა.
მანვე აღნიშნა,რომ არსებული ინფორმაციით 19 ადამიანია დაღუპული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან