2019-02-25 14:59:58, 1123 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვოს
საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, კიდევ ერთმა დეპუტატმა, მირიან წიკლაურმა დატოვოს, - ამის შესახებ წილკაურმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არსებობს საკითხები, რაზეც მასსა და თანაგუნდელებს შორის განსხვავებული ხედვები და მოსაზრებებია.
„მეც დავფიქრდები, ჯერჯერობით ვხედავ რესურსს. შევხედავ რამდენად ემთხვევა ჩემი აზრები გუნდის დანარჩენი წევრების აზრებს. რამდენად არის შესაძლებელი მუშაობის ერთად გაგრძელებაა. ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, კონსულტაციები გრძელდება. თუ მოხდება პოზიციების დაახლოვება კარგი იქნება. თუ არა, ვერ ვხედავ ძალიან ტრაგედიას თუ ჩვენ კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში ვიქნებით“, - აღნიშნა მირიან წიკლაურმა.
ავტორი: ,