|
2019-02-25 14:20:02, 916 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების მიმდინარეობაზე, სამომავლო მიზნებსა და ქმედებებზე იმსჯელეს. სამინისტრო აქტიურად მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციებთან და ახორციელებს არაერთ პროექტს, რასაც ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევისა და კონსერვაციის მიზნების მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენთვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, დაცვა და ხშირ შემთხვევაში, აღდგენის ღონისძიება უმნიშვნელოვანესია. მეორეს მხრივ, სწრაფი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ პრიორიტეტულია. ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, დაცვის ღონისძიებების გატარება აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენს სამინისტროს აქვს შემუშავებული ახალი კანონპროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს და შექმნის საკანონმდებლო საფუძველს ბიომრავალფეროვნების მართვის კუთხით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტი და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა თანხვედრაში იყოს სამინისტროს პოლიტიკასთან. დღევანდელი შეხვედრის მიზანსაც ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, მეტი კოორდინაციით, უფრო ეფექტური პოლიტიკის წარმოება და აღსრულების ღონისძიებების დაგეგმა წარმოადგენდა“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესების სწორად წარმართვისთვის აუცილებელია ყველა საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება. შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გარემოსდაცვითი არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
(NS)
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)