00:06 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 10:59:40, 912 ნახვა

საზოგადოება
ზაზა გაბუნია - თემქასა და გურამიშვილის გამზირზე ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემქის და სანზონის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა გაბუნიას განცხადებით, წელს თემქის 138-ე და გურამიშვილის გამზირზე მდებარე 114-ე ავარიული სკოლების ნაცვლად ახალი სკოლების მშენებლობა დაიწყება.

მისივე თქმით, მშენებლობის პროცესი წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მდებარე ეს ორი სკოლა და მათი მდგომარეობა დროულ რეაგირებას ითხოვდა.

მნიშვნელოვანია რომ მაჟორიტარს და განათლების სამინისტროს გვაქვს ძალიან აქტიური და ნაყოფიერი სამუშაო პროცესი.

მინისტრის მოადგილეებთან, ნათია ზედგინიძესთან და ირინა აბულაძესთან ერთად, თემქის 138-ე და სანზონის 114-ე ავარიული სკოლების ნაცვლად ახალი სკოლების მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განვიხილეთ და სამუშაო პროცესი დავგეგმეთ“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics