|
2019-02-23 12:58:46, 4365 ნახვა
კულტურა
კიევში ფილმის „მშვიდობისმყოფელები სვანეთის მთებში“ პრემიერა შედგა
კიევში დოკუმენტური ფილმის "მშვიდობისმყოფელები სვანეთის მთებში" პრემიერა შედგა. დოკუმენტური ფილმი უკრაინელ მფრინავებს მიეძღვნა. ფილმში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილები, ვინც კოდორის ხეობა 1993 წელის ოქტომბერში ფეხით გამოიარა. ფილმი მოგვითხრობს, მისიაზე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილების გარადჩენას ემსახურებოდა. უკრინის მაშინდელი პრეზიდენტის, ლეონიდ კრავჩუკის ბრძანებით, უკრაინიდან 17 MI8 ტიპის ვერტფრენები სვანეთის უღელტეხილზე დევნილების გადასარჩენად გამოფრინდნენ. დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობენ მფრინავები, რომლებმაც ასობით დევნილი გაყინვას და სიკვდილს გადაარჩინეს. გადამღებმა ჯგუფმა უკრაინელი მფრინავები, 27 წლის შემდეგ, დევნილებს ქუთაისში და წყალტუბოში შეახვედრეს. დოკუმენტური ფილმი კომპანია MIR&CO PRODUCTION- მა გადაიღო. ფილმის რეჟისორია ანდრეი კიშინი. პროდიუსერი იაროსლავ გაია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)