01:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 17:49:58, 996 ნახვა

საზოგადოება
ავჭალაში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა

ავჭალის მოსახლეობა უახლოეს მომავალში სამი ახალი სპორტული მოედნით ისარგებლებს. ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ლიბანის N6 კორპუსსა და N119 საჯარო სკოლას შორის, მონასტრის ქუჩაზე (ნაკვეთი #342) და ბაღნარის N47-ის მიმდებარედ, სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დაიწყო.  

პროექტის ფარგლებში, სამივე მოედანზე მოეწყობა ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგება ბალახის ხელოვნური საფარი და განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის  მოედნისთვის საჭირო სხვა ინვენტარი.

სამუშაოებს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე-ბე“ ასრულებს, გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სპორტული სივრცეების მოწყობა ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გლდანის რიონის გამგეობა წლის განმავლობაში არაერთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციას განახორციელებს. სამი, სრულიად ახალი მოედნის მოწყობა უკვე დაიწყო და უახლოეს მომავალში მონასტრის, ბაღნარისა და ლიბანის ქუჩის მცხოვრებლები ახალი სპორტული სივრცეებით ისარგებლებენ. სპორტული მოედნების გარდა, რაიონში ფიტნეს ზონების მოწყობის სამუშაოებსაც აქტიურად ვახორციელებთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.        

ავჭალაში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.   

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics